დავანთებთ ღუმელს, შევქმნით სიმყუდროვეს, ჩამოვკიდებთ გირლანდებს და ჩავრთავთ მუსიკას.
ამ თბილ გარემოში გვექნება დრო საუბრისთვის, სამაგიდო თამაშებისთვის. ან ცოტას წავიმუშავებთ კიდეც: დავამზადებთ ეკო-საკვებურებს ფრინველებისა და ცხოველებისთვის და ნაძვებზე ჩამოვკიდებთ.
ტერიტორიაზე არის კოცონის ადგილი, თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, ცეცხლს დავანთებთ.
გავალთ გარეთ, ვარსკვლავებს შევხედავთ და ცეცხლთან გავთბებით.
დასაძინებლად რბილ მატრასებზე მოვეწყობით, ზამთრის ტყის სიჩუმეში — ასეთი საღამოს შემდეგ ძილი განსაკუთრებით ღრმაა.
*დაგჭირდებათ საძილე ტომარა