ტურის განმავლობაში ვსეირნობთ კანიონში, დავდივართ ტყის ბილიკებზე. სადღაც ლიანები, ხავსები და ქვები დაგვხვდება. ვიქნებით კანიონის ფსკერზე, იქ მოსახვედრად კი საკმაოდ ციცაბო დაღმართის დაძლევა მოგვიწევს, შემდეგ კი — ისევ აღმართის. ყველაზე კარგია, თუ ჩაიცვამთ კომფორტულ, მყარ ფეხსაცმელს მოჭიდების მქონე ძირით და გამოიყენებთ ტრეკინგის ჯოხებს. არ ჩაიცვათ კედები, გლუვძირიანი ბოტასები ან სანდლები.
თბილ ამინდში ქალაქგარეთ ტკიპები იღვიძებენ, ამიტომ გაითვალისწინე და ჩაიცვი მაღალი წინდები და ელასტიკები ან შარვალი, რომელსაც წინდებში ჩაიტანი. ზედმეტი არ იქნება ტკიპების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება და სახლში დაბრუნებისას საკუთარი თავის შემოწმება.
*მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის ჰაიკი — ფეხით ლაშქრობა მთის ან ტყის ბილიკებზე ღამისთევის გარეშე, რაც მოითხოვს კომფორტულ ფეხსაცმელს და პატარა ზურგჩანთას წასახემსებლით, მაშინ როცა გასეირნება უბრალოდ ფეხით დასვენებაა, ხშირად ქალაქის ფარგლებში ან კეთილმოწყობილ პარკებში.
სირთულის დონე მითითებულია მარშრუტების ამ კატეგორიისთვის.