საქართველო

თრუსოს ხეობა:
მინერალური წყაროები

მინერალური წყაროები, უძველესი ნანგრევები და იდუმალი უძირო ტბა ხეობაში. იდეალური ადგილია ბუნებისა და დროის ძალის შესაგრძნობად!
150 GEL
1 დღე
ხანგრძლივობა
საშუალოზე დაბალი
სირთულე
20 კმ
მანძილი
↑↓675 მ
აღმართი / დაღმართი

ჯგუფური ჰაიკების განრიგი

8 ივნისი. ორშაბათი

რას ნახავთ მარშრუტზე

მარშრუტი იწყება პატარა სოფელ ქვემო ოქროყანაში. იქაური მცხოვრებლებიდან მხოლოდ ერთი ბებოა დარჩენილი. იქიდან გზა მიყვება მდინარე თერგს ხეობის ულამაზესი კლდეებით და ჩანჩქერებით. აუჩქარებლად ვეშვებით ხეობისკენ.
ხეობა იწყება ტრავერტინებით. ეს რაღაც შუალედურია კირქვასა და მარმარილოს შორის. თერმული წყაროები, რომლებიც მდიდარია ნახშირორჟანგითა და კირით, ზედაპირზე ამოდის. ჰაერზე გაზი ორთქლდება, კირი კი ილექება. წლების განმავლობაში ეს ნალექი შრეებად ლაგდება, მაგრდება და ფოროვან ქვად იქცევა. მასში ბევრი წვრილი ფორა და ღრუა — ეს იმ ჰაერის ბუშტუკების, ტოტებისა თუ ფოთლების კვალია, რომლებიც ოდესღაც ქანში მოხვდნენ, დროთა განმავლობაში დალპნენ და სიცარიელეები დატოვეს.
შემდეგ ბორცვზე ავდივართ. ზემოდან ხეობა ხელისგულივით ჩანს. მივდივართ მჩქეფარე მინერალურ ტბამდე. ამბობენ, რომ ერთხელ მისი სიღრმის გაზომვა სცადეს, მყვინთავებიც კი ჩაუშვეს, მაგრამ ფსკერამდე ვერ მიაღწიეს.

გზად შეგვხვდება თვალისმომჭრელად კაშკაშა მინერალური წყაროები. მათში ბევრი რკინაა, ამიტომ ლავას ან ჟანგს ჰგვანან.
ყველაზე დიდი წყარო სოფელ კეთრისთანმდებარეობს. მოსახლეობამ ის 90-იანებში დატოვა და ახლა იქ მხოლოდ ნანგრევებია.

შემდეგ გავივლით ორ მოქმედ მონასტერს: მამათა და დედათა. ამის მერე კი ზაქაგორის ციხის ნანგრევებზე ავალთ და ჩაის დავლევთ.
როგორ გადავიხადო?
ადგილის დასაჯავშნად საჭიროა სრული გადახდა 100%
გადახდა დოლარში ან ევროში ქართულ ბარათზე TBC
გადახდა რუბლებში ბარათზე Raif Золотая корона-ს კურსით
გაუქმების, გადატანის და დაბრუნების პირობები ნახე აქ
რა შედის ღირებულებაში?
გიდის თანხლება მარშრუტზე
ტრანსფერი თბილისიდან ორივე გზაზე
ჩაი
როგორ ჩავიცვათ?
რა წავიღოთ თან?
მნიშვნელოვანია სწორად ეკიპირება, რომ მოგზაურობამ მაქსიმალური სიამოვნება მოგიტანოს. გადახედე მოკლე ინსტრუქციას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესახებ.

დავრჩეთ კავშირზე!

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში