კვება შედის ფასში (ვახშამი 1-ელ დღეს და საუზმე მე-2 დღეს). საჭმელს ყველა ერთად ვამზადებთ (გიდებიც და მოლაშქრეებიც), ყოველდღე ვნიშნავთ მორიგეებს. ვეგეტარიანელებისთვის ულუფას ხორცის დამატებამდე ვიღებთ, თუმცა ცალკე მოსამზადებელი ჭურჭელი არ გვაქვს. დანარჩენ კვებაზე მოლაშქრეები თავად ზრუნავენ საკუთარი შეხედულებისამებრ.
მსუბუქი, მოსახერხებელი და კომპაქტური პროდუქტები, რომლებიც გზაში ენერგიით აგავსებთ:
- პროტეინის ბატონები
- საწუწნი კანფეტები
- მარმელადი (რომელიც წყურვილს არ იწვევს)
- სუშკები
- ჩურჩხელა
- თხილეული
- იზოტონური სასმელები
წყალი აუცილებლად წამოიღეთ!მარშრუტზე წყაროები შეგვხვდება, მაგრამ მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი ყოველთვის თან უნდა გქონდეს.
უმჯობესია მინერალური წყალი წამოიღო — ნაბეღლავი ან ლიკანი იდეალური იქნება.