ქალაქის ხმაურს თავს დავაღწევთ და შემოდგომის მუხნარის რბილი ბილიკებით ძველ ბასტიონთან მივალთ – აზიულას ციხესთან, რომელიც ვულკანური ბორცვის მწვერვალიდან გადმოჰყურებს არემარეს და თბილისის პანორამულ ხედებსა და ლეგენდებს ინახავს. აქაური ქვის კედლები და კოშკების ნანგრევები თითქოს ეპოქებთან შეხებისკენ გიხმობს, ხედი კი თხემიდან ფიქრებს დღევანდელობაზე ბევრად შორს წაგიყვანს. აქვეა ის ცნობილი „ინსტაგრამული“ კიბე, რომელზეც ყველა ტურისტი ნადირობს 😉.