საქართველო

ჯიპ-ტური ტალახის ვულკანებზე

მოგზაურობა ჯიპებით ნახევრად უდაბნოში. კანიონები, ქვიშის კლდეები, ტალახის ვულკანები

რას ნახავ მარშრუტზე

როგორ ვიყოთ ერთდროულად გაბედულებიც და ჭკვიანებიც? უნდა გავისეირნოთ უგზოობაზე ჯიპებით, გავიაროთ ქართული სავანა და მივიდეთ ტალახის ვულკანებამდე! ადგილზე კი ჩვენი გიდი მოგიყვებათ, რატომ წარმოიქმნა აქ ეს ვულკანები, რით განსხვავდებიან ისინი ჩვეულებრივისგან, რატომ ისვრიან ტალახს და საიდან გაჩნდა მათში ნავთობი და გაზი

ჯგუფური ტურების განრიგი

25 აპრილი, შაბათი
16 მაისი, შაბათი

ტურის პროგრამა

გავდივართ თბილისიდან
8:00-ზე ვიკრიბებით მეტრო 300 არაგველთან და ვიწყებთ გზას.
ასფალტიან გზაზე დაახლოებით 2.5 საათი ვივლით. მერე კი უგზოობა და ყველაზე საინტერესო ამბები იწყება.
მარშრუტის დასაწყისი
დედოფლისწყაროში სასაზღვრო სამსახურში ვრეგისტრირდებით, რადგან აზერბაიჯანის საზღვართან ძალიან ახლოს ვიმოგზაურებთ. გზად შეიძლება სასაზღვრო პოლიცია შეგვხვდეს და საბუთები გვთხოვონ.

*არ დაგავიწყდეთ პასპორტის წამოღება
ტახტი-თეფას ვულკანები
მივდივართ ტახტი-თეფას ვულკანებისკენ. ეს არის უამრავი სხვადასხვა ზომის აქტიური ტალახის კრატერი. ზოგი სულ პატარაა, ზოგი კი დიამეტრში 4 მეტრს აღწევს. სასაცილოდ ისვრიან ტალახს :)
ჭაჭუნას აღკვეთილი
გზა ვულკანებს შორის ჭაჭუნას აღკვეთილზე გადის. მას ხშირად "ქართულ სავანასაც" ეძახიან. აქ იშვიათი ტყეები უზარმაზარ ღია სივრცეებს ერწყმის, სადაც მხოლოდ პატარა, მშრალი ბუჩქები იზრდება. ვივლით გზაზე, რომელსაც უფრო სწორად "უგზოობა" ჰქვია.
ქილაკუპრას ვულკანები
შემდეგ უჩვეულო ქილაკუპრას ვულკანისკენ წავალთ. ისიც მუდმივად ამოიფრქვევა, მისი ლანდშაფტი კი თეთრი ნალექებისგან, ნაპრალებისა და მინი-კრატერებისგან შედგება.
ვბრუნდებით თბილისში
როცა ყველა ვულკანს ვნახავთ, სახლისკენ წამოვალთ
როგორ გადავიხადო?
ადგილის დასაჯავშნად საჭიროა სრული გადახდა 100%
გადახდა დოლარში ან ევროში ქართულ ბარათზე TBC
გადახდა რუბლებში ბარათზე Raif Золотая корона-ს კურსით
გაუქმების, გადატანის და დაბრუნების პირობები ნახე აქ
რა შედის ღირებულებაში?
გიდის თანხლება მარშრუტზე
ტრანსფერი თბილისიდან ორივე გზაზე
ჩაი

დავრჩეთ კავშირზე!

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში