Error get alias
ფარავანი: ჰაიკი ტბის გარშემო
გრძელი წრიული მარშრუტი ფარავნის ტბის გარშემო ჯავახეთის პლატოზე: 32 კმ ფეხით, მინიმალური სიმაღლის მატება (დაახლოებით 370 მ), მაქსიმალური სივრცე და სიმშვიდე.
  • საშუალო

    სირთულის დონე
  • 32 კმ

    ჯამური მანძილი
  • 370 მ

    სიმაღლის სხვაობა

ჰაიკის პროგრამა

გავდივართ თბილისიდან
ვიკრიბებით 7:00 საათზე მეტრო 300 არაგველთან და გავდივართ მარშრუტზე.
გზას დაახლოებით 2,5 საათი დასჭირდება.
მარშრუტის დასაწყისი
სტარტს სოფელ ტამბოვკადან ვიღებთ და ტბას გარშემო შემოვუვლით — ვივლით სოფლისა და მეორეხარისხოვანი გზებით.
რას ვნახავთ გზად
ჯავახეთის ვულკანური პლატო.თიანი პლატო უამრავი კრატერითა და ქვაბულით. ეს ბუნებრივი ჩაღრმავებები წყალს აკავებს, ამიტომაცაა ვაკეზე ამდენი ალპური ტბა.

მთა დიდი აბული. ჩამქრალი ვულკანი, ჯავახეთის უმაღლესი წერტილი (3301 მ). მდებარეობს სამსრის ქედზე, რომელიც ვულკანების ჯაჭვია.

დუხობორების სოფლები. დასახლებები, რომლებიც რუსეთიდან გადმოსახლებულმა „სულიერი ქრისტიანობის“ მიმდევრებმა დააარსეს. ისინი უარყოფდნენ საეკლესიო იერარქიას, ხატებს, მღვდლებს და სწამდათ, რომ ღმერთი ადამიანის შიგნითაა. უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე (გასაკვირი არაა, რომ აქ გადაასახლეს).

შაორისა და აბულის მეგალითური ციხეები. აგებულია ბრინჯაოს ხანაში (დაახლოებით ძვ.წ. 3000-დან 1200 წლამდე) ციკლოპური წყობით — ესაა, როცა უზარმაზარ ლოდებს ერთმანეთზე ცემენტისა და სხვა ხსნარების გარეშე აწყობენ
ვბრუნდებით თბილისში
გრძელი გზის შემდეგ ვბრუნდებით ტრანსფერთან და მივდივართ სახლში.

რა წავიღოთ

  • ქარსაცავი ქურთუკი
  • ძალიან კომფორტული ფეხსაცმელი
  • თერმოსით ჩაი, ბოთლით წყალი
  • ფლისი / ზედა / თერმული თეთრეული
  • პაუერბანკი
  • მსუბუქი წასახემსებელი
  • სატრეკინგო ჯოხები

მარშრუტის თავისებურებები

საფარი: სოფლისა და გრუნტის გზები, მცირე მონაკვეთები ტრასის გასწვრივ
ხანგრძლივობა: მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის დიდი მატება არ გვაქვს, 32 კმ მაინც სერიოზული მანძილია. დაგჭირდებათ საბაზისო გამძლეობა და მთელი დღე ფეხით სიარულისთვის მზადყოფნა. აქ დაახლოებით 50 000 ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ ;)

თქვენი გიდები მარშრუტზე

გადახდის წესი
ადგილის დასაჯავშნად იხდით 100%-იანი წინასწარი გადახდა
გადმორიცხვა ქართულ ბარათზე BOG ან ნაღდი ანგარიშსწორებით გიდთან
გადახდა ლარში ₾ ან დოლარში $
ეს არის alias ბლოკი. მიუთითეთ ორიგინალი ბლოკის ID.
Error get alias