ვიკრიბებით 9:00-ზე მეტრო 300 არაგველთან და გავდივართ მარშრუტზე. გზას დაახლოებით 1.5 საათი დასჭირდება. გზად გავივლით კედლებს, რომლებზეც შემორჩენილია საბჭოთა დროინდელი მინანქრის ფრესკები. *ხალხთა მეგობრობის თაღზეც ზუსტად ასეთებია
საბადურის ტყე
მარტივი, 3-4 კილომეტრიანი გასეირნება თოვლში გაკვალულ ბილიკებზე. აქ შეგიძლია ბავშვობასავით ითამაშო გუნდაობა, იკოტრიალო ნამქერებში და მოუსმინო ხეების ტკაცუნს (ხუმრობის გარეშე, მართლა შთამბეჭდავი ხმაა)
დათვების თავშესაფარი
ჩვენი სასეირნო ადგილიდან სულ რაღაც 10 წუთში დათვების თავშესაფარია. თუმცა იქ მარტო დათვები არ არიან — კურდღლებს, მელებსა და მგლებსაც შეხვდები. ცხოველების გამოკვებაც შეიძლება, საკვებს ჩვენ წამოვიღებთ
დაბრუნება თბილისში
ქალაქში სადღაც 17-18 საათისთვის დავბრუნდებით
რა წავიღოთ
თბილი, ქარგაუმტარი ქურთუკი
კომფორტული თბილი ფეხსაცმელი
თერმოსით ჩაი, ბოთლით წყალი
ფლისი / ზედა / თერმული თეთრეული
პაუერბანკი
მსუბუქი წასახემსებელი
ქუდი, ხელთათმანები
გადახდის წესი
ადგილის დასაჯავშნად იხდით 100%-იანი წინასწარი გადახდა
გადმორიცხვა ქართულ ბარათზე BOG ან ნაღდი ანგარიშსწორებით გიდთან