დაზვერვა ნიშნავს, რომ ეს მარშრუტი ჩვენ თვითონ ჯერ არ გაგვივლია და მხოლოდ რუკებითა და სხვების გამოცდილებით შევისწავლეთ.
ტბა საზღვართან ძალიან ახლოსაა, ამიტომ თან აუცილებლად უნდა იქონიოთ პასპორტი. შესაძლოა დაგვჭირდეს საშვის აღება მესაზღვრეებთან (საგუშაგო ჩვეულებრივ უშუალოდ ხეობაშია).
თბილისი → ზაკაგორის ციხე → სუატისის ხეობა → სუატისის ტბა
მანძილი / აღმართი: ~11,5 კმ / ↑720 მ
მარშრუტი თრუსოს ხეობიდან იწყება. ტურისტებში დიდხანს რომ არ ვიაროთ, მანქანით პირდაპირ ზაკაგორის ციხემდე მივალთ. ის ზუსტად სუათისის ხეობის შესახვევთან დგას. იქ, სავარაუდოდ, სასაზღვრო ზონის საშვებს შეგვიმოწმებენ და ამის შემდეგ ვიწყებთ ჩვენს თავგადასავალს. დაახლოებით 11 კილომეტრს მდინარის გასწვრივ, სუათისის ხეობაში, აღმართზე მშვიდად გავივლით. უშუალოდ ტბამდე მთის ფერდობზე შედარებით ციცაბო ასვლა მიდის. ამ მონაკვეთს რომ დავძლევთ, ჩვენს ფინალურ წერტილთან — ულამაზეს სუათისის მყინვარულ ტბასთან აღმოვჩნდებით. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 3100–3200 მეტრზე მდებარეობს. სხვა მყინვარული ტბების მსგავსად, სუათისიც საოცარი კაშკაშა ფირუზისფერია. ამინდის მიხედვით, მისი ფერი შეიძლება რძისფერიდან მყვირალა ლურჯამდე იცვლებოდეს. ბანაკსაც აქვე გავშლით. დავისვენებთ, ვივახშმებთ და ღამეს დავრჩებით.
*თუ რუკას დახედავ, დაინახავ, რომ ტბასთან უზარმაზარი მყინვარი ეშვება. ის სათავეს მთა სუათისიდან იღებს. შეგვიძლია მყინვართან უფრო ახლოსაც მივიდეთ.
დღე 2:
უკან დაბრუნება უღელტეხილის გავლით
სუათისის ტბა → სამხრეთ ირისტონის უღელტეხილი → მნას ხეობა → ქვემო ოქროყანა → თბილისი
მანძილი / აღმართი / დაღმართი: ~16 კმ / ↑798 მ / ↓1979 მ
ვიღვიძებთ ადრე, რომ მშვიდად ვისაუზმოთ და ტბის ხედებით კიდევ ცოტა ხნით დავტკბეთ. შემდეგ გველოდება გზა სამხრეთ ირისტონის უღელტეხილზე (1A), 3385 მ. ეს მარშრუტის ყველაზე ციცაბო და რთული მონაკვეთია. უღელტეხილიდან ვეშვებით მნას ხეობაში. სადმე ხეობაში შევჩერდებით, რომ დავისვენოთ და ვისადილოთ. მერე კი, მდინარის გასწვრივ, მშვიდად და სასიამოვნოდ ჩავალთ ქვემო ოქროყანამდე, სადაც თბილისის ტრანსფერი დაგვხვდება.
რა წავიღოთ თან
საცვლები
თერმული საცვალი
მაისური
სასარულო შარვალი
თბილი შარვალი საღამოსთვის
წინდები ან თერმოწინდები
თბილი ფლისის ზედა
ქარსაწინააღმდეგო და წყალგაუმტარი ქურთუკი (მემბრანა)
საძილე ტანსაცმელი
ბაფი ყელზე
ხელთათმანები
თბილი ქუდი
თავსაბურავი (პანამა, ბანდანა, კეპი, ქუდი)
საწვიმარი კაპიუშონით
ტრეკინგის ბათინკები
ჩუსტები/კროქსები
სალაშქრო ზურგჩანთა 70−90 ლიტრიანი, თავისი საწვიმრით
ქვესაგები (კარიმატი)
მზის სათვალე
საწვიმარი
დასაჯდომი ბალიში (ტურისტული)
შუბლის LED ფანარი
სატრეკინგო ჯოხები
თბილი საძილე ტომარა (კომფორტის ტემპერატურა +0*С)
პასპორტი
დაზღვევა
ნაღდი ფული
Powerbank
ყველა საჭირო დამტენი
თერმოსი (1 ლ.)
ჯამი, ჭიქა და კოვზი
მრავალჯერადი ბოთლი
ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები
ინდივიდუალური აფთიაქი
მზისგან დამცავი კრემი და ჰიგიენური პომადა SPF-ით
პირადი ჰიგიენის ნივთები
კითხვები ლაშქრობის შესახებ
ტრანსფერი ორივე გზით, გიდის მომსახურება, კვება მარშრუტზე
არა
მოგიწევთ დაახლოებით 10-15 კგ წონის ზურგჩანთის ტარება.
კვება შედის ფასში (დღეში 2-3-ჯერ). საჭმელს მონაწილეები და გიდები ერთად ამზადებენ. ვეგეტარიანელებისთვის ულუფას ხორცის დამატებამდე ვიღებთ, თუმცა მოსამზადებლად ცალკე ჭურჭელი არ გვაქვს (შეგიძლიათ საკუთარი წამოიღოთ).
მხოლოდ მარშრუტის დასაწყისში და სულ ბოლოში. იქონიეთ პაუერბანკები.
თუ ზურგჩანთის ტარებისას მუხლები ან ზურგი ძალიან გაწუხებს, სჯობს თავი შეიკავო.
ჩვენ დაჟინებით გირჩევთ სამედიცინო დაზღვევის გაფორმებას, რომელიც ტრანსპორტირებასაც მოიცავს.
ყურადღება!!! მისი არქონის შემთხვევაში, ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ყველა ხარჯს მონაწილე თავად ფარავს.