საქართველო

ვია-ფერატა იმერეთში

სპორტსმენობა სულაც არაა საჭირო, მთავარია თავგადასავლები გიყვარდეს. შეიხედე გამოქვაბულებში, გაიარე ვია-ფერატა, იქანავე უფსკრულის თავზე და იბანავე ჩანჩქერებში
330 GEL

უახლოესი ტურების განრიგი

10 მაისი, კვირა

ტურის შესახებ

ეს ტური იდეალურია მათთვის, ვისაც იმერეთის ბუნების სილამაზით ტკბობა, ახალი შეგრძნებების გამოცდა და თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დღის გატარება სურს. მთავარი მოვლენა ვია-ფერატაა, თუმცა მის გარდა სხვა საინტერესო ლოკაციებიც გელოდებათ. მაგალითად, კაცხის სვეტი და ველური ჩანჩქერი.
სირთულე: ტურის განმავლობაში რამდენიმე მოკლე მარშრუტზე გავივლით. პატარა ჩანჩქერამდე სულ მარტივი ბილიკი მიდის, მდინარეზე რამდენიმე გადასასვლელით.
დიდ ჩანჩქერამდე შედარებით ციცაბო და გრძელი ბილიკია, თუმცა არც ისაა რთული.
ვია-ფერატას შესახებ: ეს არის კლდოვანი მონაკვეთი, რომელიც სპეციალურად აღჭურვილია ლითონის კონსტრუქციებითა და საფეხურებით მარტივი ცოცვისთვის და აქვს დაზღვევის სისტემა. ტექნიკურად რთული არ არის — თითქოს კიბეზე ადიხარ, ოღონდ იმ შეგრძნებით, რომ ნამდვილი მეკლდეური ხარ. არ გამოადგებათ მათ, ვისაც სიმაღლის ძლიერი შიში აქვს. ვია-ფერატას გამოტოვება შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში ტურის ფასი 100 ლარით ნაკლები იქნება.

რას ნახავ მარშრუტზე

თბილისი → კაცხის სვეტი → ვია-ფერატა → ჩანჩქერი
პირველი გაჩერება ისეთი ადგილია, რომელიც თითქმის არარეალურად გეჩვენება — კაცხის სვეტი.
განდეგილი ბერი მაქსიმეს სამყოფელი 40-მეტრიანი ვიწრო კლდის წვერზე. ჩვენ ბილიკით ავალთ მაღლა, რომ სვეტს საუკეთესო რაკურსიდან გადავხედოთ.
*უშუალოდ ბერთან ასვლა არ შეიძლება.

იქიდან მივდივართ მეკლდეურთა კემპინგში „სვერი“. ვსვამთ ჩაის, ვიღებთ სპეციალურ აღჭურვილობას და მივდივართ კლდოვანი ვია ფერატას დასაპყრობად – ავდივართ 50 მეტრზე აღჭურვილ ტრასაზე დაზღვევით. გზად გამოქვაბულს გავივლით, ბოლოს კი კლდეებზე დაკიდებული საქანელა გველოდება.
ფერატას შემდეგ კი პირდაპირ ჩანჩქერზე წავალთ.

*კემპინგის ტერიტორიაზე არის მოწყობილი საშხაპეები. ვია ფერატას შემდეგ შეძლებთ შხაპის მიღებას. ასევე არის სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ ყავის მოხარშვა, ჩაის დალევა და საჭმლის შეთბობა.
როგორ გადავიხადო?
ადგილის დასაჯავშნად საჭიროა სრული გადახდა 100%
გადახდა დოლარში ან ევროში ქართულ ბარათზე TBC
გადახდა რუბლებში ბარათზე Raif Золотая корона-ს კურსით
გაუქმების, გადატანის და დაბრუნების პირობები ნახე აქ
რა შედის ღირებულებაში?
გიდის თანხლება მარშრუტზე
ტრანსფერი თბილისიდან ორივე გზაზე
ვია-ფერატა (შესვლა, აღჭურვილობა, ინსტრუქტაჟი)

დავრჩეთ კავშირზე!

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში