აზარტული ზამთრის მარშრუტი მათთვის, ვისაც სირთულეები უყვარს. ღრმა თოვლი და ციცაბო აღმართები. და ეს ყველაფერი 20 კილომეტრზე მეტ მანძილზე.
ტურის პროგრამა
გასვლა თბილისიდან
ვიკრიბებით მეტრო 300 არაგველთან 8:00-ზე და ვიწყებთ გზას მარიამჯვრისკენ. გზად მაღაზიაში შევივლით, სადაც შეძლებთ საპირფარეშოთი სარგებლობას, წყლის ან წასახემსებლის ყიდვას.
ტყე და სასაფლაო
ჩვენს ტრეკს საგარეჯოს სასაფლაოდან დავიწყებთ. თავიდან ტყეში ავალთ, შემდეგ კი მდინარესთან გამოვალთ და კალაპოტს ზემოთ ავყვებით.
უმაღლესი წერტილი
შემდეგ უკვე ჩვენი მარშრუტის უმაღლესი წერტილისკენ გადავუხვევთ, რისთვისაც ეს ყველაფერი დავგეგმეთ. ეს არის 1900 მეტრი სიმაღლე, საიდანაც საოცარი ხედი იშლება როგორც ნაკრძალის კლდეებზე, ისე გარეჯის უდაბნოზე.
დაბრუნება თბილისში
დავბრუნდებით დაახლოებით 21:00-22:00 საათზე.
რა წავიღოთ
სატრეკინგო ჯოხები
თბილი, ქარგაუმტარი ქურთუკი
კომფორტული თბილი ფეხსაცმელი
თერმოსით ჩაი, ბოთლით წყალი
ფლისი / ზედა / თერმული თეთრეული
პაუერბანკი
თავზე დასამაგრებელი ფანარი
მზის სათვალე
SPF და ჰიგიენური პომადა
მსუბუქი წასახემსებელი
ქუდი, ხელთათმანები
სათადარიგო ფეხსაცმელი მანქანისთვის
გადახდის წესი
ადგილის დასაჯავშნად იხდით 100%-იანი წინასწარი გადახდა
გადმორიცხვა ქართულ ბარათზე BOG ან ნაღდი ანგარიშსწორებით გიდთან