ჰაიკი სამეფო ქედზე ალგეთში

«სამეფო ქედი» — ეს არის 16-კილომეტრიანი საშუალო სირთულის წრიული მარშრუტი, რომელიც ულამაზეს ტყეებზე, ბორცვებსა და პანორამულ ქედებზე გადის. იდეალურია ერთდღიანი ლაშქრობისთვის თბილისიდან.
  • 120₾

    ერთ ადამიანზე
  • საშუალო

    სირთულის დონე
  • 16 კმ

    ჯამური მანძილი
  • 500 მ

    სიმაღლის სხვაობა
ჰაიკის პროგრამა
1. სტარტი მანგლისში
ლაშქრობა იწყება მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან. აქედან ბილიკი ტყიან მონაკვეთებსა და ღია მინდვრებზე გადის და თანდათან სიმაღლეს კრებს.

2. ასვლა მარტალხევის გავლით
ბილიკი მიუყვება მდინარე ალგეთს და აგრძელებს ასვლას მარტალხევის გავლით, საიდანაც იშლება ხედები შერეულ ტყეებსა და მთის პეიზაჟებზე.

3. სოფელი დიდი ნამტვრიანი
მარშრუტი სოფელ დიდ ნამტვრიანზე გადის, სადაც შეგიძლიათ ცოტა ხნით შეისვენოთ და სოფლის ატმოსფეროთი ისიამოვნოთ.

4. სამეფო ქედი
მარშრუტის ძირითადი ნაწილი სამეფო ქედზე გადის, საიდანაც ალგეთის ხეობისა და გარშემო არსებული მთების პანორამული ხედები იშლება.

5. დაშვება ისევ მანგლისში
ქედის გავლის შემდეგ ბილიკი ისევ მანგლისისკენ ეშვება და წრიული მარშრუტიც აქ სრულდება.

🌿 მარშრუტის თავისებურებები
  • პეიზაჟები: შერეული ტყეები, ალპური მდელოები და პანორამული ხედები მთის ქედებზე.
  • ფლორა და ფაუნა: აქ შეიძლება შეგხვდეთ ირემი, კურდღელი, გარეული ღორი და სხვადასხვა ჯიშის ფრინველი.