იმერული თავგადასავლები — ვია ფერატა

კლდოვანი ბილიკები, ჩანჩქერები და უძველესი მღვიმეები
ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ამავდროულად მარტივი ტურია. სპორტსმენობა სულაც არაა საჭირო — მთავარია თავგადასავლების სურვილი გქონდეს. იმერეთმა იცის, როგორ გაგაოცოს: აქ შეგიძლია უძველესი ადამიანების ნაკვალევს გაჰყვე, ველური მღვიმეები გამოიკვლიო, ვია ფერატაზე დაეშვა და უფსკრულის თავზეც კი გაიქანო!

  • 320₾

    ღირებულება ერთ ადამიანზე
  • მარტივი

    სირთულე
  • 6 კმ

    მანძილი
  • 350 მ

    სიმაღლის მატება
მარშრუტი
აღმოაჩინე თვალწარმტაცი იმერეთის მაგია — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონი, რომელიც ცნობილია თავისი საოცარი პეიზაჟებითა და უნიკალური ადგილებით. შემოგვიერთდი დაუვიწყარ ერთდღიან თავგადასავალში: გველოდება ლაშქრობა, საოცარი ხედები და საქართველოში ერთადერთი ვია ფერატას (via ferrata) დალაშქვრის აზარტი! არ გაუშვა შანსი, შეიგრძნო ბუნება და თავგადასავალი ისე, როგორც არასდროს!

კაცხის სვეტი:
  • მოვინახულებთ უნიკალურ სამლოცველოს 40-მეტრიანი ვიწრო კლდის წვერზე, სადაც განმარტოებული ბერი ცხოვრობს
  • გავივლით ფეხით მეზობელ კლდემდე, სადაც ორი გადასახედიდან იშლება სვეტის საოცარი ხედები და იმერეთის პანორამა საუკეთესო ფოტოებისთვის
შავმორევას ჩანჩქერი:
  • გამგზავრება სოფელ სვერში
  • ისიამოვნე 6-კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტით ჩანჩქერამდე და უკან
  • ჩავალთ კანიონში, გადავკვეთთ მდინარეს და დავისვენებთ ჩანჩქერთან - ან სულაც გრილ წყალში ვიბანავებთ
ვია ფერატა:
  • აღვიჭურვებით ყველა საჭირო ინვენტარით
  • ავცოცდებით 50-მეტრიან კლდეზე სპეციალურად მოწყობილი ვია ფერატას მარშრუტით, პროფესიონალური ალპინისტური აღჭურვილობითა და დაზღვევით.
  • შევისვენებთ გადასახედებზე და დავტკბებით იმერეთის ვრცელი პეიზაჟებით
  • გამოვცდით ადრენალინს და ვიქანავებთ ჩიტის ფრენის სიმაღლეზე

რა შედის ღირებულებაში:
  • ტრანსფერი კომფორტული 4x4 ავტომობილით
  • პროფესიონალი გიდი ლაშქრობებისა და ექსპედიციების დიდი გამოცდილებით
  • ვია ფერატას ინსტრუქტორის მომსახურება და სრული აღჭურვილობა
  • დრონით გადაღებული ფოტოები და ვიდეოები შენი თავგადასავლის საუკეთესო მომენტების დასაფიქსირებლად
რა არ შედის ფასში:
  • კვება (სურვილისამებრ). შეგიძლია წამოიღო შენი საკვები ან ესტუმრო ადგილობრივ რესტორნებს გზად

ეს ტური იდეალურია ყველასთვის, ვისაც სურს იმერეთის ბუნებით ტკბობა, მძაფრი შეგრძნებები და ემოციებით დატვირთული, დაუვიწყარი დღის გატარება.
ახლო გეგმები
მაისი
17-18.05 - შაბათი-კვირა
320₾
შენთვის მოსახერხებელი თარიღი ვერ იპოვე?
ერთ ადამიანზე
ჯგუფში
შევქმნათ ჰაიკი სპეციალურად შენთვის! ხალხმრავლობის გარეშე, შენთვის მოსახერხებელ დღეს. უბრალოდ დატოვე განაცხადი და ყველაფერს პირადად განვიხილავთ!