ბორჯომი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თვალწარმტაცი ეროვნული პარკია. აქ მაღალმთიანი ზონა კი არა, ტყეები, ნაკადულები, ხავსი და მყუდრო ბანაკები დაგხვდება.
ჩვენ ვაორგანიზებთ როგორც მარტივ ერთდღიან ჰაიკებს (8 საათამდე), ისე სრულფასოვან ტრეკინგებს ღამისთევით. შეგიძლია წამოხვიდე 2-3 დღიან ლაშქრობაში, დაბანაკდე ნაკადულთან, გაიარო ნაძვნარის ბილიკები და შეხვდე მზის ამოსვლას ხეობის თავზე.
ყველა მარშრუტს გამოცდილი გიდები მიჰყვებიან. ფასში შედის ტრანსფერი თბილისიდან, კვება და მთელი საჭირო აღჭურვილობა. ეს ტურები განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც ეძებს სიმშვიდეს, ტყის ჰაერს და რბილ ტრეკინგს სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობის გარეშე.