08:00 – გასვლა თბილისიდან. გზად გეოლოგი რეგიონის გეოლოგიურ აგებულებასა და მის თავისებურებებზე მოგიყვებათ.
10:00 – ჩასვლა მარშრუტის დასაწყისში. ინსტრუქტაჟი, ადგილმდებარეობის რუკის გაცნობა.
10:30 – ჰაიკის სტარტი. გზად გველოდება:
- გაჩერებები ფერად ბორცვებთან — გავიგებთ, რატომ არის ისინი სხვადასხვა ფერად შეღებილი.
- გეოლოგიური ფენების, უძველესი პროცესების კვალისა და ტექტონიკური ფილების მოძრაობის გარჩევა.
- ამბები კლიმატსა და მხარის ევოლუციაზე.
შესვენება და პიკნიკი ლამაზი ხედით. კითხვა-პასუხი გეოლოგთან.
მარშრუტის გაგრძელება:
- ვიკვლევთ მთის ქანების სტრუქტურას, ვეძებთ მინერალებს.
- გეოლოგი აგვიხსნის, თუ რა პროცესებმა შექმნა რელიეფის ასეთი უჩვეულო ფორმები.