ჯიპ საფარი ვაშლოვანსა და ტალახის ვულკანებზე

ეროვნული პარკი, რომელიც ნამდვილ საფარის ჰგავს, მარსისეული პეიზაჟებით. ჩავალთ კანიონებში, ვნახავთ ვულკანებს და დავიძინებთ ვარსკვლავების ქვეშ!
  • 350₾

    ღირებულება ერთ ადამიანზე
  • მარტივი

    სირთულე
  • 200 კმ

    მანძილი (მანქანით)
  • 500 მ

    სიმაღლის მატება
გეგმა
📅 2 დღე / 1 ღამე
👥 ჯგუფი: 8 ადამიანამდე

🗓 დღე 1: ტალახის ვულკანები და უსასრულო ველები

08:00 — გასვლა თბილისიდან
გეზს კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, აზერბაიჯანის საზღვართან ავიღებთ.

10:30 — შესვლა ეროვნულ პარკში დედოფლისწყაროში
პარკის ადმინისტრაციაში საჭირო საბუთებს მოვაწესრიგებთ (15–20 წუთი) და მუზეუმსაც ვესტუმრებით.

11:00 — ივრის წყალსაცავი და „ბაობაბები“
მოკლე გაჩერება ულამაზეს ტბასთან, სადაც უცნაურ ხეებს ვნახავთ.

12:30 — ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები
უცხოპლანეტური პეიზაჟი: რუხი-ლურჯი თიხა, მოფუსფუსე ტალახი და დამსკდარი მიწა. დავტკბებით უზარმაზარი ვაკის ხედებით და იშვიათ ფრინველებსაც დავაკვირდებით.

15:00 — დაბრუნება დედოფლისწყაროში
დავბინავდებით საოჯახო სასტუმროში, ვივახშმებთ და დავისვენებთ.


🗓 დღე 2: ხეობები და პანორამები

08:00 — გამგზავრება ვაშლოვანის ეროვნულ პარკში

10:00 — პანტიშარასა და დათვის ხევის მონახულება
პანტიშარა – ვრცელი ხეობა, სადაც პარკის სიმბოლოს, შთამბეჭდავ „ალესილებს“ ვნახავთ.
დათვის ხევი – ვიწრო კანიონი, სადაც უძველესი ცხოველების ნაშთებია აღმოჩენილი.

12:30 — გაჩერება პირველ გადასახედთან
დატკბი ბორცვებისა და გაშლილი ველების პანორამული ხედებით.

13:30 — ალაზნის ჭალების მონახულება
ისიამოვნე თვალწარმტაცი კლდეებითა და უნიკალური რელიეფით.

14:30 — გაჩერება მეორე გადასახედთან და ხეობაში დაშვება

16:00 — გამომგზავრება ქალაქისკენ

19:30 — დაბრუნება თბილისში

🔥 ამაღელვებელი თავგადასავალი ველურ ბუნებაში, მისტიკური პეიზაჟები და შეუსწავლელი ბილიკები!
ახლო გეგმები
მაისი
1-2 მაისი - შაბათი-კვირა
350₾
შენთვის მოსახერხებელი თარიღი ვერ იპოვე?
ერთ ადამიანზე
ჯგუფში
შევქმნათ ჰაიკი სპეციალურად შენთვის! ხალხმრავლობის გარეშე, შენთვის მოსახერხებელ დღეს. უბრალოდ დატოვე განაცხადი და ყველაფერს პირადად განვიხილავთ!
კითხვა-პასუხი