კვება შედის ფასში (ვახშამი 1-ელ დღეს და საუზმე მე-2 დღეს). საჭმელს მონაწილეები და გიდები ერთად ვამზადებთ, ყოველდღე ვნიშნავთ მორიგეებს. ვეგეტარიანელებისთვის ულუფას ხორცის დამატებამდე ვიღებთ, თუმცა ცალკე მოსამზადებელი ჭურჭელი არ გვაქვს. დანარჩენ კვებაზე, საკუთარი შეხედულებისამებრ, მონაწილეები თავად ზრუნავენ.
მსუბუქი, მოსახერხებელი და კომპაქტური პროდუქტები, რომლებიც გზაში ენერგიით აგავსებთ:
- პროტეინის ბატონები
- საწუწნი კანფეტები
- მარმელადი (რომელიც წყურვილს არ იწვევს)
- სუშკები
- ჩურჩხელა
- თხილეული
- იზოტონური სასმელები
წყალი აუცილებლად წამოიღეთ!მარშრუტზე იქნება წყაროები, მაგრამ მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი ყოველთვის თან უნდა გქონდეთ.
უმჯობესია მინერალური წყალი წამოიღოთ — ნაბეღლავი ან ლიკანი იდეალური იქნება.